რეფლექსია
2018 წლის 2 აპრილს XII კლასში ჩავატარე სტანდარტული გაკვეთილი თემაზე გალაკტიონ
ტაბიძის ლექსი „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს ლექსში ამოეცნოთ
სიმბოლური სახეები და გაეანალიზებინათ პოეტის დამოკიდებულება კონკრეტული ისტორიული
ეპოქისადმი.
გაკვეთილის დაწყების პირველ ფაზაში გავაცანი მიზანი
და შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც წინასწარ გამზადებული სქემით გამოვაკარი თვალსაჩინო
ადგილას.
საშინაო დავალების შემოწმების შემდეგ წინა ცოდნის
გააქტიურება შევძელი სტრატეგიით „ ვიცოდი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“. მოსწავლეებმა გონივრულად
იმუშავეს წყვილებში და მათი ნააზრევი მოვათავსე წინასწარ გამზადებულ სქემაში.
„გონებრივი იერიშით“ მოვახერხე ძველი მასალის ახალთან
დაკავშირება,რომელიც შესაბამისი კითხვების საშუალებით საინტერესოდ წარიმართა.
ლექსის გამომეტყველებით წაკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა
ამოიცნეს სიმბოლური სახეები და მათი ნააზრევი ისევ მოვათავსე წინასწარ გამზადებულ სქემაში. სქემებით მათ შეძლეს
ლოგიკური აზროვნების განვითარება და ტექსტის შეჯამება-გამთლიანება.
მოსწავლეები შევაფასე წინასწარ მომზადებული შეფასების
რუბრიკებით. ყველა ჩემი აქტივობა ემსახურებოდა მიზნის მიღწევას. შეფასების რუბრიკები
თანხვედრი იყო გაკვეთილის მიზანთან.
ძლიერ მხარედ მიმაჩნია ის,რომ ყველა აქტივობა თავისი
თვალსაჩინო სქემებით მაღალ სააზროვნო უნარებზე იყო ორიენტირებული და მოსწავლეები მაქსიმალურად
იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში.
ხარვეზად შეიძლება ჩავთვალო ზოგი მოსწავლის კითხვის
პრობლება,რომლისთვისაც შემდეგ გაკვეთილზე კითხვის არაერთ სტრატეგიას გამოვიყენებ და
ეს ხარვეზიც აღმოიფხვრება.
საინტერესო
გაკვეთილი გამომივიდა.მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი მოლოდინი. გეგმის მოდიფიცირება
არ დამჭირვებია და გაკვეთილი ჩატარდა ისე, როგორც მქონდა დაგეგმილი. შესაბამისად ვფიქრობ,
რომ გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზანს. ვგრძნობდი
დიდ პასუხისმგებლობას ყველაფრის მიმართ, ამიტომაც ცოტა აღელვება ვიგრძენი დასაწყისში,
თუმცა ამას გაკვეთილის მსვლელობაზე არ უმოქმედია.
არაფერს შევცვლიდი ამ გაკვეთილში, რადგანაც ძალიან
მომეწონა და ამ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებ შემდეგ გაკვეთილზე.
5.04. 2018. მაკა კუტუბიძე
No comments:
Post a Comment