14 აპრილი-ქართული ენის დღეა-ბლოგი

ცოტა რამ ჩემს შესახებ

     დავიბადე  1981  წლის 12 ივლისს ჩოხატაურში. 1996 წელს დავამთავრე სოფელ ბუკნარში ცხრა კლასი, 1998 წელს კი - ჩოხატაურის გიმნაზია. პარალელურად ვწავლობდი და წარმატებით დავამთავრე ჩოხატაურის მუსიკალური სასწავლებელი. 1999 წელს ჩავაბარე სახელმწიფო გამოცდები და ჩავირიცხე ქ.ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 2005 წელს დავამთავრე მაგისტრის ხარისხით. 2002 წლიდან ვმუშაობ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მყავს მეუღლე და ერთი შვილი.
      2012 წელს პირველად გავედი სასერთიფიკაციო გამოცდებზე და ავიღე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სერთიფიკატი (VII-XII კლასების).
      ვარ პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური, კრეატიული პიროვნება. ვქმნი ჩემს ირგვლივ თანამშრომლობით გარემოს. ძალიან მიყვარს ბავშვები, სკოლა და ჩემი პროფესია. ასევე  პროფესიული განვითარების მიზნით - კომპიუტერთან მუშაობა.
     ვთვლი, რომ 21-ე  საუკუნის მოსწავლე საშინაო დავალების შესრულებისას უნდა იყენებდეს კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. 
კოლეგებთან

კოლეგებთან
      მსოფლიო გამუდმებით იცვლება. მე ვარ ის მასწავლებელი, რომელსაც სურს, რომ შექმნას ისეთი დინამიური საკლასო ოთახი, როგორიც მსოფლიოა ჩვენს გარშემო. ამისთვის მზად ვარ დავეუფლო Google-ის ნებისმიერ სერვისებს. გავხდე ციფრული სამყაროს ვირტუოზი მასწავლებელი. ვცდილობ ყოველგვარ სიახლეს  ავუწყო ფეხი.



No comments:

Post a Comment

გარე დაკვირვება