განმავითარებელი შეფასების
რუბრიკები
საშინაო დავალების შეფასების
კრიტერიუმები
|
9-10
|
8-7
|
6-5
|
4-1
|
|
დავალებას ყოველთვის ასრულებს დიდი მონდომებით და ადეკვატურად.
|
დავალებას ხშირად ასრულებს, უმეტესად მონდომებით და ადეკვატურად.
|
დავალებას ასრულებს ხან ნაწილობრივ, ხან მონდომებით და ნაწილობრივ ადეკვატურად.
|
დავალებას ვერ ასრულებს, უმეტესად ავიწყდება ან არაადეკვატურად.
|
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის
რუბრიკა
|
კრიტერიუმები
|
9-10
|
7-8
|
5-6
|
1-4
|
|
კონცენტრირება
|
მოსწავლე გაკვეთილის განმავლობაში კონცენტრირებულია სამუშაოზე.
|
მოსწავლე ძირითადად კონცენტრირებულია სამუშაოზე.
|
მოსწავლე ცდილობს კონცენტრირებას, მაგრამ ხშირად ეფანტება გონება.
|
მოსწავლე ვერ ახერხებს კონცენტრირებას.
|
|
აქტიურობა
|
მოსწავლე აქტიურად მონაწილეობს საკლასო პოცესში, სვამს კითხვებს და გამოთქვამს
იდეებს რამდენჯერმე გაკვეთილის განმავლობაში.
|
მოსწავლე მონაწილეობს საკლასო პროცესში, სვამს კითხვებს და გამოთქვამს
იდეებს ერთხელ გაკვეთილის განმავლობაში.
|
მოსწავლე იშვიათად მონაწილეობს საკლასო პროცესში,იშვიათად სვამს კითხვებს
და გამოთქვამს იდეებს გაკვეთილის განმავლობაში.
|
მოსწავლე არ მონაწილეობს საკლასო პროცესში, არ სვამს კითხვებს და არ
გამოთქვამს იდეებს გაკვეთილის განმავლობაში.
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა
|
კრიტერიუმები
|
1-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
|
ჯგუფის მიერ სამუშაო მიზნის გააზრება
|
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა.
|
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა.
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა.
|
ჯგუფმა სამუშაო მიზანი კარგად გააცნობიერა.
|
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს დაგეგმვა
|
ჯგუფმა სამუშაო ვერ დაგეგმა.
|
ჯგუფმა სამუშაო დაგეგმა, მაგრამ გეგმიდან გადაუხვია.
|
ჯგუფმა სამუშაო დაგეგმა, მაგრამ დროდადრო უხდებოდა გეგმიდან გადახვევა.
|
ჯგუფმა სამუშაო კარგად დაგეგმა და შეასრულა გეგმით გათვალისწინებული
ყველა მხარე.
|
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო არ იყო ორგანიზებული, არ იყო მათ შორის ფუნქციები გადანაწილებული.
|
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული, მათ შორის ფუნქციები არათანაბრად
გადანაწილდა.
|
სამუშაო ორგანიზებული იყო, მგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად
გადანაწილდა
|
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად
და თანაბრად გადანაწილდა.
|
|
ჯგუფის წევრთა ჩართულობა, თანამშრომლობა.
|
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ და არ თანამშრომლობდნენ.
|
მხოლოდ ერთი მოსწავლე აქტიურობდა, მათ შორის ურთიერთობა ხშირად დაძაბული
იყო.
|
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი იყო აქტიური, მათ შორის ურთიერთობა ძირითადად
პოზიტიური იყო.
|
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური, სამუშაო ნაყოფიერი, მათ შორის ურთიერთობა
იყო პოზიტიური და საქმიანი.
|
პრეზენტაციის შეფასების სქემა
დაბალი შეფასება - 0
საშუალო შეფასება - 1
მაღალი შეფასება - 2 ( მაქსიმალური ქულა - 10 )
|
კრიტერიუმები
|
ქულა
|
|
მომზადებულია; საუბრობს ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით; პერიოდულად
იყენებს მოკლე ჩანაწერებს.
|
0-1-2
|
|
აუდიტორიას თავდაჯერებულად მიმართავს, ამყარებს თვალით კონტაქტს; ხმა
და ინტონაცია დამაჯერებელია. წარმოთქმა-კარგი.
|
0-1-2
|
|
იყენებს ვიზუალურ მასალას: ფოტოებს, სურათებს და ა.შ. იყენებს ეკრანს,
დაფას. არსებულ რესურსებს იყენებს ეფექტურად.
|
0-1-2
|
|
პრეზენტაციის დასაწყისი და დასასრული ეფექტურია.
|
0-1-2
|
|
იცავს დროის ლიმიტს.
|
0-1-2
|
No comments:
Post a Comment