14 აპრილი-ქართული ენის დღეა-ბლოგი

გაკვეთილის გეგმა XII კლასში

სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბუკნარის საჯარო სკოლა
მაწავლებელი
მაკა კუტუბიძე
თარიღი
2.04.2018.
საფეხური / კლასი
 საშუალო / XII
მოსწავლეთა პროფილი
7
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
თემა
გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“

გაკვეთილის მიზანი
მოსწავლე შეძლებს გაანალიზოს სიმბოლური სახეების ამოცნობით პოეტის დამოკიდებულება კონკრეტული ისტორიული ეპოქის მიმართ და გაიაზროს პოეტური ლოგიკის სპეციფიკურობა.

შედეგები
ქართ. XII. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის, ქვეყნისა და კულტურის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
ქართ. XII. 7. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს კულტურული, სოციალური და ისტორიული ფასეულობების გავლენა ტექსტსა და მის ინტერპრეტაციაზე.
ქართ. XII. 8. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ენის სხვადასხვა ასპექტების გაანალიზება.


საჭირო წინარე ცოდნა
სიმბოლისტური ესთეტიკის დამახასიათებელი ნიშნები; სიმბოლო-მხატვრული სახის ამოცნობა; გ.ტაბიძის ბიოგრაფია, მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ლოგიკური სფეციფიკურობა; პოეტის სულის პეიზაჟები განვლილი ლექსების მიხედვით.
შეფასება
განმავითარებელი, განმსაზღვრელი; განმავითარებელი შეფასების რუბრიკები.
საჭირო რესურსები
დაფა, ცარცი, რვეული, თაბახის ფურცლები, კალამი, მარკერები, სქემები.
გაკვეთილის მსვლელობა

აქტივობა I. -3 წთ.
აქტივობის მიზანი- (მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების ცოდნა)
საორგანიზაციო საკითხები ( მისალმება, მიზნისა და შეფასების რუბრიკების გაცნობა ).

აქტივობა II.- 3 წთ.
აქტივობის მიზანი- წერის კულტურის განვითარება.
საშინაო დავალების გამოკითხვა (მასწავლებელი ამოწმებს მოსწავლებს როგორ აქვთ გადმოცემული ესეში გალაკტიონის სულის პეიზაჟები)


აქტივობა III. – 4 წთ.
აქტივობის მიზანი- წინარე ცოდნის გააქტიურება.
„ვიცოდი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“- სტრატეგიის შეხსენება, წინარე ცოდნის შემოწმება შესაბამისი კითხვებით და სტრატეგიის I სვეტის -„ვიცოდი“- შევსება.

აქტივობა IV – 3 წთ.
აქტივობის მიზანი - ნასწავლი მასალის სხვა სიტუაციაში გამოყენება.
გონებრივი იერიშით ასოციაციური კავშირის დამყარება ძველსა და  ახალს შორის, ასახსნელი ლექსის სათაურის გააზრება. სტრატეგიის მე-2 სვეტის- „მინდა ვიცოდე“ - შევსება.

აქტივობა V. -5 წთ.
აქტივობის მიზანი - გამომეტყველებითი კითხვის უნარის განვითარება.
გალაკტიონის ლექსის „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“ მოსმენა.

აქტივობა VI. – 10 წთ.
აქტივობის მიზანი - ტექსტზე დაკვირვების უნარის განვითარება.
სტროფების თანმიმდევრობით წაკითხვა, სიმბოლური სახეების ამოცნობა და წინასწარ გამზადებულ სქემაში მოთავსება.

აქტივობა VII. – 14 წთ.
აქტივობის მიზანი-  ანალიზის, ლოგიკური მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების  უნარის განვითარება.
სახელმძღვანელოში მოთავსებული რუბრიკის „ დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ, შევაფასოთ“ კითხვების საშუალებით ლექსის გაანალიზება-გამთლიანება.
ნ. ნაკუდაშვილის სტატიის წაკითხვის შემდეგ ტექსტის შეჯამება-შეფასება;  სტრატეგიის მე-3 სვეტის „ვისწავლე“ შევსებით მთავარი სათქმელის გამოკვეთა.

აქტივობა VIII.  – 2 წთ.
თვითშეფასების უნარის განვითარება.
მოსწავლეების შეფასება განმავითარებელი შეფასების რუბრიკებით.

აქტივობა IX. –  1 წთ.
შემოქმედებითი  უნარის  განვითარება.
საშინაო დავალების მიცემა, დაწერონ ესე- „გალაკტიონის სულის პეიზაჟები ლექსის მიხედვით.“




No comments:

Post a Comment

გარე დაკვირვება