სკოლა
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბუკნარის საჯარო სკოლა
|
მასწავლებელი
|
მაკა კუტუბიძე
|
თარიღი
|
30.04.2018.
|
საფეხური/ კლასი
|
საბაზო / IX
|
მოსწავლეთა პროფილი
|
12
|
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
თემა
|
კონსტანტინე გამსახურდიას
მოთხრობა „დიდი იოსები“
|
გაკვეთილის მიზანი
|
მოსწავლე შეძლებს
გაანალიზოს და შეაფასოს, ავტორის მეტყველების თავისებურების ამოცნობით, მთხრობელის
დამოკიდებულება კონკრეტული გმირისა თუ ისტორიული ეპოქის მიმართ.
|
შედეგები
|
ქართ.
IX. 6. მოსწავლეს
შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული
და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა.
ქართ. IX. 7. მოსწავლეს
შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის
ტექსტების ანალიზისას.
|
საჭირო წინარე ცოდნა
|
კ.ნადირაძის ლექსი „25 თებერვალი.1921წ.; სახელმძღვანელოში წარმოდგენილი
რუბრიკა-გიორგი მაზნიაშვილის მოგონებები 1921 წლის ტრაგიკულ მოვლენებზე; 1924 წლის
აგვისტოს აჯანყება; მწერლის ბიოგრაფია; ტექსტის შინაარსი; პესონაჟის ხატვის ხერხები.
|
შეფასება
|
განმავითარებელი, განმსაზღვრელი. განმავითარებელი შეფასების რუბრიკები.
|
საჭირო რესურსები
|
დაფა, ცარცი, კალამი, რვეული, მარკერები, თაბახის ფურცლები, სქემები.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
აქტივობა I. -3
წთ.
აქტივობის მიზანი-(მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების ცოდნა)
საორგანიზაციო საკითხები (მისალმება, მიზნისა და შეფასების რუბრიკების
გაცნობა).
აქტივობა II.
-3 წთ.
აქტივობის მიზანი- (წერის კულტურის განვითარება)
საშინაო დავალების გამოკითხვა ( მასწავლებელი ამოწმებს მოსწავლეებს როგორ
აქვთ გადმოცემული ტექსტის შინაარსის მოკლე გეგმა).
აქტივობა
III. –4 წთ.
აქტივობის მიზანი- წინა ცოდნის გააქტიურება.
მეთოდით: „დაწყვილდი გაუზიარე“ მოსწავლეებს ვთხოვ პარტნიორთან ერთად
გაიხსენონ და ჩამოწერონ, რა იციან 1921 წლის 25 თებერვლისა და 1924 წლის აჯანყების
შესახებ.
აქტივობა IV.
–4 წთ.
აქტივობის მიზანი- (უკვე შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების ახალთან დაკავშირება).
გონებრივი იერიშით ასოციაციური კავშირის დამყარება ძველსა და ახალს შორის.
მთხრობელის პერსონაჟისადმი დამოკიდებულების განსაზღვრა სქემების დახმარებით.
აქტივობა V.
–15 წთ.
აქტივობის მიზანი- (ჯგუფური მუშაობით თანამშრომლობის, ტექსტის ანალიზის,
ლოგიკური მსჯელობის უნარის განვითარება).
ჯგუფური მუშაობის წესების შეხსენება, კლასის ორ ჯგუფად გაყოფა, თითოეულისთვის
შესაბამისი დავალების მიცემა.
I ჯგუფი ამოწერს იოსების დამახასიათებელ დეტალებს, II ჯგუფი კი - ეპოქის
დამახასიათებელ დეტალებსა და ავტორისეულ გადახვევებს. გააკეთებენ „ორმხრივ ჩანაწერთა
დღიურს“(მეთოდი ნაცნობია)- ყოველ დამახასიათებელ დეტალს გვერდით მიუწერენ ემოციურ
კომენტარს.
აქტივობა VI.
– 15 წთ.
აქტივობის მიზანი- (ზეპირმეტყველების უნარისა და კრიტიკული აზროვნების
განვითარება).
ჯგუფების პრეზენტაცია. პრეზენტაციით მოსწავლეთა ნააზრევის შეჯამება-დასკვნის
გამოტანა, მოსწავლეების მიერ მთავარი სათქმელის გამოკვეთა.
აქტივობა
VII. –2 წთ.
აქტივობის მიზანი- (თვითშეფასების უნარის განვითარება).
მოსწავლეების შეფასება განმავითარებელი შეფასების რუბრიკებით.
აქტივობა
VIII. –1 წთ.
აქტივობის მიზანი-( შემოქმედებითი უნარის განვითარება).
საშინაო დავალების მიცემა, დაწერონ ესე- „დიდი იოსები-რაინდული სულის
თუ სხეულის მსახური?“
|
მაკა კუტუბიძის ბლოგი წარმოადგენს პედაგოგის პორთფოლიოს.ის საგანმანათლებლო ხასიათსაც ატარებს, რადგან გთავაზობთ დამხმარე სასწავლო რესურსებსა და ვებ-გვერდებს, რომლებიც სასარგებლოა,როგორც მასწავლებელთათვის, ასევე- მოსწავლეთათვისაც.
14 აპრილი-ქართული ენის დღეა-ბლოგი
- მთავარი
- მიზანი
- ბიოგრაფიული მონაცემები
- ცოტა რამ ჩემს შესახებ
- ჩემი სადამრიგებლო კლასი
- ჩემი შექმნილი რესურსები
- შემაჯამებელი დავალებები (Google Forms)
- შეფასების რუბრიკები
- კითხვის ეფექტური მეთოდები
- კითხვარი კვლევისთვის Google Forms-ში
- ბლოგი-ქართული ენა და ინტერნეტი
- LearningApps.org-ში შექმნილი ჩემი რესურსები
- რესურსი
- პროექტები
- სამოდელო გაკვეთილები
- სტანდარტი ქართული ენისა და ლიტერატურის
- კვლევა
- კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
- სსსმ მოსწავლეებთან მუშაობა
- გამომცემლობები,ავტორები, მასწავლებლისა და მოსწავლის წიგნები( ყველა საგნისთვის)
- ბლოგზე გამოკითხვა
- სტანდარტიზებული ინსტრუმენტები( დამატებიტი აქტივობე...
- 14 აპრილი- ქართული ენის დღეა-ბლოგი
- ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი
- დისტანციური საწვლებისთვის მე-11 კლასი
- „ხევისბერი გოჩა“- ტესტირება Google Forms-ში
- როგორ უნდა შვიდეს მოსწავლე Teams-ში და გამოგზავნოს დავალება-ვიდეოები
- „შელოცვა რადიოთი“
- გზამკვლევი-მესამე ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ქართულში
გაკვეთილის გეგმა IX კლასში
Subscribe to:
Comments (Atom)
No comments:
Post a Comment